ავთენტურობა / ადგილობრივი მახასიათებლები
სუვენირი უნდა ასახავდეს ადგილობრივ იდენტობასა და უნიკალურობას. ტურისტები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ პროდუქტს, რომელსაც სხვაგან ვერ შეიძენენ და რომელიც კონკრეტულ ადგილთან ასოცირდება.
ავთენტურობა შეიძლება გამოხატული იყოს:
წარწერით — მაგალითად: „სიღნაღი“, „ქიზიყი“ და ა.შ.
გამოსახულებით — ადგილობრივი კულტურული ძეგლებისა და ობიექტების გამოყენებით, მაგალითად: სიღნაღის გალავანი, ბოდბის მონასტერი და სხვა
ემბლემით — მუნიციპალიტეტის დროშა, გერბი და სხვა სიმბოლოები
ფორმითა და ვიზუალური სტილით
ზომა და ტრანსპორტირების შესაძლებლობა
სუვენირის ზომა მნიშვნელოვანია, რადგან ტურისტმა მისი მარტივად ტრანსპორტირება უნდა შეძლოს.
• სასურველია პროდუქტის ზომა არ აღემატებოდეს A5 ფორმატს — სტანდარტული წიგნის ზომას;
• ბოთლის შემთხვევაში რეკომენდებულია სტანდარტული 750 მლ ზომა;
• გასათვალისწინებელია ავიაგადაზიდვის წესებიც — ხელბარგით, როგორც წესი, შესაძლებელია 100 მლ-მდე ეტიკეტირებული სითხის გადატანა.
ისტორია / დიაზანი / აღწერა
ტურისტული სუვენირისთვის საინტერესო ისტორია ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ნივთი. დღეს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სუვენირები სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მათ “სული” და ისტორია აქვთ — არა მხოლოდ ფორმა. ტურისტი უბრალოდ ნივთს კი არ ყიდულობს — მას უნდა ემოცია, მოგონება და ამბავი, რომელსაც სხვებს მოუყვება. მაგალითად, ერთი უბრალო მაგნიტი შეიძლება ჩვეულებრივ ნივთად დარჩეს, მაგრამ თუ მას თან ახლავს ისტორია — რატომ არის შექმნილი, რას ნიშნავს სიმბოლო, რა კავშირი აქვს ადგილთან — მისი ღირებულება ტურისტისთვის ბევრად იზრდება.
საინტერესო ისტორია შეიძლება იყოს:
- ადგილობრივი ლეგენდა ან თქმულება (მაგ. სიყვარულის ქალაქი, სიღნაღის კედლები, წმინდა ნინოს გზა)
- კონკრეტული სოფლის ან ოჯახის ტრადიცია (მაგ. თაობიდან თაობაზე გადაცემული ღვინის ჭურჭელი, ხელნაკეთი ნაქარგი)
- ნივთის შექმნის პროცესი (ხელით დამზადებული, ძველი ტექნოლოგიით გამომწვარი, ბუნებრივი მასალით შექმნილი)
- სიმბოლოს მნიშვნელობა (ვაზი, მზის ორნამენტი, ქვევრი, მტრედი, ალაზნის ველი და სხვ.)
- ისტორიული ან კულტურული კავშირი (ქიზიყური კულტურა, მეღვინეობა, ძველი სავაჭრო გზა)
- ემოციური იდეა. მაგალითად: „ეს პატარა სუვენირი სიყვარულის ქალაქიდან მოგონებად დარჩება.“
განსაკუთრებით ეფექტურია, როცა:
- სუვენირს პატარა ბარათი ახლავს ისტორიით;
- QR კოდით შესაძლებელია ამბის ან ვიდეოს ნახვა;
- გამყიდველი თვითონ უყვება ტურისტს ნივთის მნიშვნელობას.
ნატურალური, ეკოლოგიური
თანამედროვე ტურისტებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.
კვლევები აჩვენებს, რომ ბევრი მოგზაური არჩევანს აკეთებს ისეთი პროდუქტებისა და სერვისების სასარგებლოდ, რომლებიც:
• ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს;
• ადგილობრივ წარმოებას უწყობს ხელს;
• ბუნებრივი და უსაფრთხო მასალებით არის დამზადებული.
ამიტომ სასურველია პროდუქტზე ხაზგასმული იყოს:
• „ნატურალური პროდუქტი“;
• „ხელნაკეთი“;
• „ადგილობრივი წარმოება“;
• „ეკოლოგიურად სუფთა“.
შენახვის ხანგძლივობა
ტურისტული პროდუქტის შემთხვევაში მნიშვნელოვანია:
• მარტივად სატარებელი იყოს;
• უსაფრთხოდ და ხარისხიანად იყოს შეფუთული;
• შედარებით ხანგრძლივი შენახვის ვადა ჰქონდეს;
• ბუნებრივი იყოს, თუმცა სწრაფად არ ფუჭდებოდეს.
ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ისეთი პროდუქტი, რომელიც:
• 3–6 თვე ან მეტი ხნის განმავლობაში ინახება;
• არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს;
• ტრანსპორტირებისას არ ზიანდება.
ასეთი პროდუქტებია, მაგალითად:
• ჩურჩხელა;
• ჩირი;
• თაფლი;
• სანელებლები;
• ნატურალური ჯემები;
• სპეციალურად შეფუთული ადგილობრივი პროდუქტები.



