
თარიღი: 27.01. 2026 წ.
მისამართი: კახეთი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ბოდბის მონასტერი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს.
ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმიდა ნინო ქართველთა განმანათლებელია. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
ისტორიული კვლევების მიხედვით, ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში შემოვიდა, თუმცა დროთა განმავლობაში პოლიტიკური ვითარებიდან გამოდინარე გაიზარდა კერპთაყვანისმცემელთა რიცხვი. სწორედ ამიტომ, მეოთხე საუკუნეში, წმინდა ნინო უფლის განგებით საქართველოს მოავლინა ვაზის ჯვრითა და ცოცხალი რწმენით.
წმინდა მოციქულთა სწორი ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა - ზაბულონი, საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა.
მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში, ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
326 წელს, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
ნინოობა განსაკუთრებით აღინიშნება ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, მის დაკრძალვის ადგილზე, სადაც დგას წმინდა გიორგი სამნავიანი ბაზილიკა.
წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.




