როგორ ჩავიდე სიღნაღში

Image

სიღნაღში გამგზავრება თბილისიდან დიდ დროს არ მოითხოვს. თბილისიდან სიღნაღის მიმართულებით რეგულარულად მოძრაობენ მინი-ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები. ტრანსპორტირება შესაძლებელია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მიკროავტობუსებით) ასევე კერძო ტაქსებით. 
მანძილი თბილისდან სიღნაღამდე 115 კმ-ია.

ტრანსპორტირება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

თბილისი - სიღნაღი 
სამუშაო დღეები: ყოველდღე.
გაჩერების ადგილი: თბილისი - სამგორი, ნავთლუღის ბაზრობის ავტოსადგური. (რუკა)
გასვლის დრო: 9:00 სთ; 11:00 სთ; 13:00 სთ; 15:00 სთ; 17:00 სთ; 18:00 სთ.
ღირებულება: 10 ლარი.

სიღნაღი - თბილისი
სამუშაო დღეები:
ყოველდღე.
გაჩერების ადგილი:
სიღნაღის ავტოსადგური  (რუკა)
გასვლის დრო: 7:00 სთ; 9:00 სთ; 11:00 სთ; 13:00 სთ; 16:00 სთ; 18:00 სთ.
ღირებულება: 10 ლარი.

კერძო ტაქსები:

გაჩერების ადგილი:
   • თბილისი - მეტრო ისანი ტაქსების სადგომი. 
   • სიღნაღი - ცენტრალური მოედანი (ფანტანთან)
სავარაუდო ფასი: 120 ლარი ერთი მიმართულებით, 150 ლარი ორი გზა.