
1 ივნისიდან, ქალაქი სიღნაღი, "სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს" მასპინძლობს.
ფესტივალი 8 ივნისამდე გაგრძელდება. ფესტივალს დაესწრებიან რეჟისორები, მსახიობები, თეატრის კრიტიკოსები და ზოგადად, თეატრალური ხელოვნების მოყვარული საზოგადოება.
საერთაშორისო ფესტივალზე წელს 12 თეატრალური დასი , მათ შორის 4 უცხოური თეატრი იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სიღნაღის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით ხორციელდება.